საბერძნეთში კრედიტორებთან სადავო შეთანხმებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება

საბერძნეთში საერთაშორისო კრედიტორებთან სადავო შეთანხმებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება. "ბიბისის" ცნობით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის თქმით, საყოველთაო გამოკითხვა 5 ივლისს გაიმართება. საბერძნეთს 30 ივნისამდე 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი აქვს გადასახდელი. ათენი უკვე ერთი თვეა აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს საერთაშორისო კრედიტორებთან, თუმცა, ამაოდ.

მხარეები ვერ თანხმდებიან, ვინაიდან ციპრასის თქმით, კრედიტორები საბერძნეთს "გაუსაძლისი" მკაცრი ეკონომიკური ზომების მიღებას სთხოვენ. თუ მხარეები შეთანხმებას უახლოეს მომავალში ვერ მიაღწევენ, მაშინ ათენი ფულის გარეშე დარჩება, რასაც დეფოლტი მოჰყვება. უფრო მეტიც, არსებობს საშიშროება იმისა, რომ საბერძნეთმა ევროზონა დატოვოს.