ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

სარფში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე კლდიდან ქვის ლოდები ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების თქმით, ქვის დიდი ლოდი სატვირთო ავტომობილის დაეცა, რომელიც დააზიანა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ამ დროისათვის ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული.