ტაილანდის მთავრობამ, ეკონომიკის ზრდის სტიმულირების მიზნით, მოსახლეობის 145,6 მილიარდი ბატის (4,4 მილიარდი დოლარი) ოდენობით დახმარება დაამტკიცა. ამის The Straits Times იუწყება.
აღნიშნული თანხა 14,6 მილიონ ადამიანს გადაეცემა, მათ შორის 12,4 მილიონ სახელმწიფო სოციალური დაცვის ბარათის მფლობელს და 2,15 მილიონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.
მთავრობა თითოეული პირისთვის 10 000 ($300.17) ბატის ჩარიცხვას 25 სექტემბრიდან დაიწყებს. გადახდის პროცესი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
ტაილანდის ახალმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა სექტემბრის დასაწყისში დაიკავა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის მშპ წელიწადში დაახლოებით 2%-ით გაიზარდა, რაც მეზობელი ინდონეზიის ზრდის ტემპის ნახევარზე ნაკლებია.
ოფიციალური პროგნოზების თანახმად, შინამეურნეობებზე გადახდები ტაილანდის მშპ-ის ზრდას წელს 35 საბაზისო პუნქტით გაზრდის.
ახალმა პრემიერმა გადაწყვიტა, პირველ რიგში მხარი დაუჭიროს საზოგადოების უღარიბეს ფენებს. მან სხვა მაცხოვრებლებისთვის შეღავათები მომავალ წლამდე გადადო.