10 ქვეყანა, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა ირიცხება

საქართველოდან ფულადი გზავნილები შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს აგვისტოში საზღვარგარეთ 33.110 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, ივლისში 33.459 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა, ლიდერია თურქეთი, რომელზეც გადარიცხვების 24.1% მოდის, შემდეგია აზერბაიჯანი 14.2%-ით და რუსეთის ფედერაცია 11.3%-ით.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყანას, სადაც აგვისტოში საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა:

  • თურქეთი - 7.090 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 4.708 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთის ფედერაცია - 3.756 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 3.449 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 1.946 მლნ აშშ დოლარი
  • საბერძნეთი - 1.492 მლნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 1.463 მლნ აშშ დოლარი
  • უზბეკეთი - 1.337 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ - 863.9 ათასი აშშ დოლარი
  • გერმანია - 754.1 ათასი აშშ დოლარი

შეგახსენებთ, რომ შემცირებულია საქართველოში ჩარიცხული ფულადი გზავნილებიც. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, წელს აგვისტოში ქვეყანაში საზღვარგარეთიდან 290.566 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც 2.5%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე. ამავე სტატისტიკით, ივლისში უცხო ქვეყნიდან 298.118 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

ნინი ქეთელაური