კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება. ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი გზის მონაკვეთი უკვე გაიხსნა ივლისის ბოლოს.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა შენდება. გზის პირველი მონაკვეთი, 4 კმ-იანი ვაზიანის შემოვლითი გზა, გასულ წელს გაიხსნა. ვაზიანი-საგარეჯოსა და საგარეჯოს შემოვლითი გზის, ჯამში 31 კმ-ზე, სამუშაოები აქტიურად გრძელდება და წელს დასრულდება.
ცნობისთვის, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარს აჭარბებს.
თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნულ გზაზე, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, დადგენილი იქნება მოძრაობის სიჩქარე 110 კმ საათში, თუმცა, მნიშვნელოვანია რომ მაგისტრალზე, პირველად დაწესდება მინიმალური სიჩქარეც 60 კმ/სთ, ეს კი ნიშნავს, რომ ამაზე ნაკლები სიჩქარით მოძრაობა კახეთის ჩქაროსნულ გზაზე შეიზღუდება.
სამუშაოები საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზეც მიმდინარეობს, რომლის გახსნაც მომავალ წელს იგეგმება.