რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია, “როსატომი” საქართველოსა და სომხეთში მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს.
ამის შესახებ TASS-ს “როსატომ-სერვისის” გენერალურმა დირექტორმა, ევგენი სალკოვმა განუცხადა.
მისი თქმით, “როსატომმა” ცალკე გამოყო 10 მგვტ-მდე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების ხაზი, რასაც რუსეთის ყველა რეგიონში ააშენებს, სადაც მდინარეები და გენერაციის განაწილების აუცილებლობაა, საზღვარგარეთ კი ჯერ ერთი კონტრაქტი, კერძოდ, ყირგიზეთში მოქმედებს.
“ჩვენი გეგმები, ასევე, მოიცავს მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას სომხეთსა და საქართველოში,“ - აცხადებს სალკოვი.
ცნობისთვის: “როსტომ სერვისმა,” რუსულ-ყირგიზეთის განვითარების ფონდმა და შპს „ალფა ოილმა“ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ყირგიზეთის ჯალალ-აბადის რეგიონში 30 მგვტ-მდე დადგენილი სიმძლავრის “ჩანდალაშის” მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. პროექტის რეალიზების ვადა სამი წელია. “როსატომი” ყირგიზეთში კიდევ ერთი სადგურის მშენებლობას განიხილავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ