საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 126.5%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 126.5%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 2 770 ერთეული ელექტრომობილი იყიდა (51.967 მლნ დოლარის ღირებულების), წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 223 ერთეული (34.442 მლნ დოლარის ღირებულების).

აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველომ აშშ-ში შეიძინა, მეორე ადგილზეა ჩინეთი, სამეულს კი კრავს იაპონია.

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ 2024 წლის რვა თვეში ელექტრომობილები შეიძინა:

  • აშშ - 1 429 ერთეული (23.683 მლნ დოლარი)
  • ჩინეთი - 568 ერთეული (14.614 მლნ დოლარი)
  • იაპონია - 558 ერთეული (3.737 მლნ დოლარი)
  • გერმანია - 92 ერთეული (5.621 მლნ დოლარი)
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 32 ერთეული (843.9 ათასი დოლარი)

რაც შეეხება ექსპორტს (რეექსპორტი), წელს საქართველოდან გავიდა 314 ერთეული ელექტრომობილი (8.250 მლნ დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 207 ერთეული (7.624 მლნ დოლარის ღირებულების). ელექტრომობილების რეექსპორტი კი ძირითადად განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში: ყირგიზეთი (83 ერთეული); უკრაინა (76 ერთეული); სომხეთი (58 ერთეული) და ა.შ.