ყირგიზეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი ექსპორტიორი ქვეყნებია

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურეი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 4.173 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 2.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 10.526 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 3.3 პროცენტით).

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (745.5 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (538.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (476.0 მლნ. აშშ დოლარი).

„საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ 7 ქვეყანას, რომელიც ყირგიზეთის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის შემდეგ, საქართველოს ტოპ-10 ექსპორტიორ ქვეყანას შორის ხვდება:

  • რუსეთი - 468.917 მლნ აშშ დოლარი;
  • სომხეთი - 411.923 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 323.532 მლნ აშშ დოლარი;
  • ჩინეთი - 202.670 მლნ აშშ დოლარი;
  • აშშ - 92.361 მლნ აშშ დოლარი;
  • უზბეკეთი - 81.024 მლნ აშშ დოლარი;
  • უკრაინა - 71.963 მლნ აშშ დოლარი.

თაია არდოტელი