რომელ რეგიონებშია საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს. საშუალო ხელფასი ყველაზე დაბალია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. აღნიშნული მაჩვენებლები საქსტატის 2024 წლის II კვარტალის მონაცემებშია ასახული.

დასაქმებულთა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი რეგიონების მიხედვით, 2024 წლის II კვარტალში ასეთია:

  • თბილისი - 2354.8 ლარი
  • მცხეთა-მთიანეთი - 1803.1 ლარი
  • აჭარის ა.რ. - 1638.5 ლარი
  • ქვემო ქართლი - 1599.9 ლარი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1311.1 ლარი
  • იმერეთი - 1275.2 ლარი
  • შიდა ქართლი - 1169.3 ლარი
  • კახეთი - 1262.8 ლარი
  • სამცხე-ჯავახეთი - 1245.4 ლარი
  • გურია - 1180.3 ლარი
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1079.3 ლარი

ამავე ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულიწლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1%-ით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა.

ნათია ზარიძე