მაღალანაზღაურებადი პროფესიები, რომელსაც დიპლომი არ სჭირდება

მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, თუ სათანადო განათლება და დიპლომი არ გაქვთ. თუმცა, ბრიტანული დასაქმების სააგენტო Adzuna იმ მაღალანაზღაურებადი სამსხურების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებიც ”წითელ დიპლომს” არ ითხოვს.

სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი უდიპლომო პროფესია აქციებით მოვაჭრეა, რომლის საშუალო წლიური ანაზღაურება 94 241 დოლარია. მართალია, ამ საქმეს დიპლომი არ სჭირდება, თუმცა მომვალმა აქციით მოვაჭრეებმა სპეციალური ტესტირება უნდა გაიარონ ეთიკაში. ეს კი იმისთვის, რომ საბოლოოდ მათგანი ისეთი მოვაჭრე არ დადგეს, როგორიც მარტინ სკორსეზეც ცნობილ ფილმში ”უოლ სტრიტის მგელი” ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟია.

დიდ ბრიტანეთში უდიპლომო მაღალანაზღაურებად პროფესიებს შორის არის სამთო მშენებლის პროფესია, რომლის საშუალო წლიური ანაზღაურება დიდ ბრიტანეთში 89, 146 დოლარს შეადგენს. სააგენტო Adzuna-ს განცხადებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაოა, თუმცა დიპლომს არავინ ითხოვს.

რეიტინგში ასევე მოხვდა HR მენეჯერი, რომლის საშუალო წლიური ანაზღაურება 61 285 დოლარს შეადგენს. სააგენტოს ცნობით, დიდ ბრიტანეთში HR მენეჯერის პოზიციაზე მუშაობისთვის უნივერსიტეტის დიპლომი არ არის საჭირო, თუმცა აუცილებელია პერსონალისა და განვითარების ინსტიტუტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დიპლომი არ მოეთხოვებათ არც სახიფათო ნარჩენების მენეჯერებს, რომელთა საშუალო წლიური ანაზღაურება 58 127 დოლარია და არც უსაფრთხოების ოფიცრებს, რომელთა ანაზღაურება 55 687 დოლარს შეადგენს.

უდიპლომო მაღალანაზღაურებად პროფესიებს შორის სააგენტო Adzuna ასევე ასახელებს ჟურნალისტიკას. სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, იმისათვის, რომ მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალი ჟურნალისტი გახდეთ, საჭიროა კარგად წერა შეგეძლოთ და კარგი ზოგადი განათლება გქონდეთ.