საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4.6%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში ფულად დახმარებას 680 833 ადამიანი იღებდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 650 475-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 680 833-დან 226 721 ადამიანი ცხოვრობს ისეთ ოჯახში, რომლის ერთი წევრი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და შედეგად 4 წლით აქვს შენარჩუნებული სოციალური დახმარება.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 21.3% დედაქალაქში ცხოვრობს. კერძოდ, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, თბილისში სულ რეგისტრირებულია 145 434 ადამიანი, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რაოდენობა 137 167-ს შეადგენდა.
კონკრეტულად, დედაქალაქის რაიონების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ასე გამოიყურება: (2024 წლის აგვისტო)