2024 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საწვავის იმპორტი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, აგვისტოში 134 001 ტონა (110.906 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, ივლისში 166 313 ტონა (138.043 მლნ აშშ დოლარი).
ამავე მონაცემების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში რუსეთიდან საწვავის იმპორტი 48%-ით შემცირდა, საშუალო ფასში მაინც მცირედი კლებაა. კერძოდ, ივლისში საქართველოში 1 ლიტრი ნავთობი და ნავთობპროდუქტების ღირებულება საშუალოდ, 0.83 ცენტი იყო, ხოლო აგვისტოში 0.82 ცენტი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რუსული საწვავის იმპორტი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე იაფი უჯდება.
სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში მთავარი იმპორტიორი კვლავ რუსეთი იყო, რომელზეც იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 35% მოდიოდა, შემდეგია რუმინეთ 14% -ით და თურქეთი 13% ით.
რაც შეეხება ფასს, 1 ლიტრი ნავთობპროდუქტების ღირებულება აგვისტოში, ქვეყნების მიხედვით, ასე გამოიყურება:
ფასები ივლისში ასეთი იყო: