ეკა ზღულაძის ანაზღაურება უკრაინაში 7 ათას გრივნაზე მეტია

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის განცხადებით, აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ხელფასი ”შვიდი ათასზე ოდნავ მეტი გრივნაა”.

ამის შესახებ ზღულაძემ უკრაინულ გამოცემა ZN.UA-სთან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩემი ხელფასი შვიდი ათასზე ოდნავ მეტი გრივნაა. მე ხომ სამხედრო წოდება და ნამსახურეობა არ მაქვს. სამწუხაროდ, საქართველოში ნამსახურეობა არ მეთვლება", - განუცხადა ეკა ზღულაძემ უკრაინულ გამოცემას.

მისივე თქმით, კიევში ბინას ქირაობს, თბილისის ბინა კი გაქირავებული აქვს. ზღულაძე ინტერვიუში აცხადებს, რომ არც საქართველოში და არც უკრაინაში პოლიტიკაში ჩართვა არ სურს. მისივე თქმით, თუკი შეიგრძნობს, რომ პროცესში პროცესისთვის ჩართეს, მისთვის ეს საინტერესო აღარ იქნება.

უკრაინაში არსებული ვალუტის კურსით, 7 ათასი გრივნა დაახლოებით 330 აშშ დოლარია.