2024 წლის საქართველოში კარტოფილის იმპორტი ყველაზე დიდი ოდენობით რუსეთიდან განხორციელდა, ისევე, როგორც გასულ წელს.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან კარტოფილის იმპორტმა 1,736 ტონა შეადგინა, რაც თანხობრივად 459 ათასი დოლარი იყო.
მიმდინარე წელს კარტოფილის იმპორტით TOP 5 ქვეყანა:
გასულ წელს TOP 5 იმპორტიორი ქვეყანა რუსეთი, ბელარუსი, გერმანია, ეგვიპტე და ნიდერლანდები იყო.
კარტოფილის იმპორტი 2024 წლის იანვარ-აგვიტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივად 71,34%-ით, თანხობრივად კი 68,25%-ით არის შემცირებული.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვეში ქვეყანაში ჯამში 6,351 ტონა კარტოფილის იმპორტი განხორციელდა, 2023 წელს კი 22,161 ტონა იყო.
2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში კარტოფილის იმპორტის მოცულობამ თანხობრივად 2 369 590 დოლარი შეადგინა, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 7 466 260 დოლარი იყო.