საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში საქართველო-რუსეთს შორის 1.636 მლრდ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, წინა წლის იგივე პერიოდში - 1.686 მლრდ აშშ დოლარის. ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთში 468,917 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში - 461,357 მლნ აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, წელს 8 თვეში საქართველომ 1,167 მლრდ აშშ დოლარის რუსული პროდუქცია შეიძინა, წინა წლის იანვარ-აგვისტოში - 1.225 მლნ აშშ დოლარის. აღნიშნული მაჩვენებლებით, საქართველოსთვის რუსეთი მეოთხე ექსპორტიორი და მესამე იმპორტიორი ქვეყანაა.
Bpn-ge გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს 8 თვეში საქართველომ რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა და გაყიდა.
ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი: