უკრაინამ 4-ჯერ მეტი ხორბალი აწარმოა, ვიდრე ადგილობრივი მოხმარებისთვის არის საჭირო

უკრაინელმა ფერმერებმა უკვე აიღეს დაახლოებით 40 მილიონი ტონა ახალი მოსავალი, ხოლო წელს ხორბლის მოსავალმა შეადგინა დაახლოებით 22 მილიონი ტონა, რაც შიდა მოხმარების საჭიროებებს ოთხჯერ აღემატება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა, თავის მხრივ, აგრძელებს უკრაინელი ფერმერებისა და მწარმოებლების დახმარებას სხვადასხვა სფეროში. კერძოდ, წლის დასაწყისიდან „5-7-9“ პროგრამის ფარგლებში 31,5 მილიარდი გრივნა ხელმისაწვდომი სესხი გაცემულია თითქმის 6,5 ათას ოჯახზე. ასევე, eRobot პროგრამის ფარგლებში, უკვე გაიცა 1 მილიარდ გრივნაზე მეტი დაუბრუნებელი გრანტი ახალი ბაღების გაშენებისა და სათბურების შესაქმნელად.

გარდა ამისა, არსებობს ფერმერების კომპენსაციის პროგრამა უკრაინული წარმოების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად. შმიგალის თქმით, ამ პროგრამის პირველ 4 თვეში უკვე შეძენილია 850 ერთეულზე მეტი აღჭურვილობა.

2024 წლის აგვისტოში უკრაინამ 3,16 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მარცვლეული გაიტანა ექსპორტზე, რაც 6,4%-ით მეტია ივლისის მაჩვენებელზე და 17,5%-ით მეტი 2023 წლის აგვისტოს მონაცემზე.

ნათია ზარიძე