28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, ამიტომ 28 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით ცოფის უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამავე ცნობით, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება.
წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია - გადავლახოთ ბარიერი ცოფთან ბრძოლაში!
აღნიშნული დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო აღნიშვნას 2013 წლიდან ყოველწლიურად უერთდება.
ცოფი ადამიანისა და ცხოველის საშიში ინფექციური დაავადებაა. თუმცა, მისი პრევენცია შესაძლებელია.
უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 28 სექტემბერს 11:00-16:00 საათებში შემდეგ მისამართებზე:
თბილისი
- ვაკის პარკი, შადრევანთან;
- დიდი დიღომი - ანბანის სკვერი (სუპერმარკეტ გუდვილის მიმდებარე ტერიტორია)
- ვარკეთილის ცენტრალური პარკი (მე-3 მკრ-ნი, 3ა).
კახეთი
- თელავი - ერეკლე მეორეს გამზირი (თეატრის წინ);
- ყვარელი - ჭავჭავაძის ქუჩა (ნომერი არ აქვს);
- ლაგოდეხი - ჯანელიძის ქუჩა N 1;
- დედოფლისწყარო - ჰერეთის ქუჩა N 82, კორპუსი N14;
- სიღნაღი - აღმაშენებლის მოედანი N3;
- გურჯაანი - რუსთაველის ქუჩა N 4;
- ახმეტა - ჩოლოყაშვილის ქუჩა N 50;
- საგარეჯო - აღმაშენებლის ქუჩა N 15.
შიდა ქართლი
- გორი - გართობისა და დასვენების პარკი ,, სტალინის ბაღი“;
- გორი - გართობისა და დასვენების პარკი ,,ახალბაღი“;
- ქარელი - თამარ მეფის 24 (ლიბერთი ბანკის მოპირდაპირედ);
- კასპი - აღმაშენებლის ქ. 80;
- ხაშური - ტაბიძის ქ. 2 (გამგეობის შენობის მიმდებარე სკვერში).
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები იმოძრავებენ ასევე ჭალის, წმინდა წყლის, კომბინატის, სადგურის, ვერხვების დასახლებებში და კარდაკარის პრინციპით ადგილზე ჩაატარებენ იმუნიზაციას.
ქვემო ქართლი
- რუსთავი - ლომოურის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია და ე.წ ახალგაზრდობის პარკი (112-ის უკან სკვერში);
- გარდაბანი - აღმაშენებლის 73ა;
- მარნეული - ჯანდარის დასახლება;
- ბოლნისი - სულხან საბას 6;
- თეთრიწყარო - ფარნავაზის 25;
- წალკა - კოსტავას 9;
- დმანისი - 9 აპრილის 15.
მცხეთა-მთიანეთი
- მცხეთა - აღმაშენებლის ქ.# 45;
- დუშეთი - აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩების კვეთა;
- თიანეთი - რუსთაველის ქ. # 67;
- ყაზბეგი - ყაზბეგის ქ. # 1.
სამცხე-ჯავახეთი
- ახალციხე - ჯაყელის ქუჩა #61 ა;
- ადიგენი - არტემ ბალახაშვილის ქ.#19;
- ასპინძა - მეფე თამარის ქუჩა #4;
- ბორჯომი - რობაქიძის ქუჩის მიმდებარედ მტკვრის მარჯვენა სანაპირო;
- ახალქალაქი - თამარ მეფის ქუჩა #44;
- ნინოწმინდა - თავისუფლების ქუჩა #46 ა.
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი
- ამბროლაური - ბრატისლავა რაჭის 17 (სეს რეგიონული სამმართველოს ოფისი);
- ცაგერი - კოსტავას ქუჩა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია).
იმერეთი
- ქუთაისი - ნიკეას მე-3 ჩიხი 5;
- ხონი - პ. კაკაბაძის #17;
- ვანი - თავისუფლების ქ.#65;
- ბაღდათი - ვაჟა-ფშაველას ქ.#5;
- ზესტაფონი - მაღლაკელიძის ქ.#2;
- თერჯოლა - რუსთაველის ქ.#109;
- ტყიბული - კარლო ლომაძის მოედანი #3;
- ხარაგაული - სოლომონ მეფის ქ. 19 ა;
- ჭიათურა - ნინოშვილის ქ.#11;
- წყალტუბო - რუსთაველის ქ.#25;
- სამტრედია - რესპუბლიკის ქ.#6;
- საჩხერე - თამარ მეფის ქ.#9;
სამეგრელო
- მარტვილი - გახოკიძის ქ.N5;
- აბაშა - ჩიქოვანის ქ.N13;
- სენაკი - რუსთაველის N235;
- ხობი - ც. დადიანის N185;
- ჩხოროწყუ - აღმაშენებლის N11;
- წალენჯიხა - გამსახურდიას N9;ფოთი - კოსტავას ქ.N193;
- მესტია - ბ. კახიანის ქუჩა აეროპორტის მიმდებარედ;
- ზუგდიდი - კ. გამსახურდიას 1 შესახვევი N 4.
აჭარა
- ბათუმი - 6 მაისის პარკი. ტბის მიმდებარე ტერიტორია. კოლონადები სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან;
- ხულო - შინდისის გმირების ქ. №2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი);
- შუახევი - სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №1 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი);
- ქედა - 26 მაისის ქ.№ 2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
- ხელვაჩაური - დიდ აჭარის ქ. 23 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი);
- ქობულეთი - აღმაშენებლის №44 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი).
გურია
- ოზურგეთი - ვიქტორ დოლიძის ქ. #10 (გურიის რეგიონული სამმართველოს ოფისი);
- ჩოხატაური - კოსტავას ქ.#5 ( ჩოხატაურის ოფისი);
- ლანჩხუთი - კოსტავას ქ. #33 ( ლანჩხუთის ოფისი).