ქართული თაფლის ექსპორტი 56%-ით შემცირდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ

ქართული თაფლის ექსპორტი 56%-ით შემცირდა. 2024 წლის რვა თვეში ექსპორტირებულია 210 ათასი დოლარის 63 ტონა ქართული თაფლი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 476 ათასი დოლარის ღირებულების 65 ტონა ნაწარმი.

გასულ წელს 1 კგ ქართული თაფლის საექსპორტო ფასი 7.2 დოლარი იყო, წელს კი 9 დოლარი შეადგინა. ეს ნიშნავს იმას, რომ საექსპორტო ფასი დაახლოებით 25%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ქართული თაფლის ძირითადი საექსპორტო ბაზრები ასე გამოიყურებოდა:

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 99.9 ათასი დოლარის 7 ტონა;
  • აშშ - 34 ათასი აშშ დოლარის 3.2 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 25.9 ათასი აშშ დოლარის 7.7 ტონა;
  • ერაყი - 21.8 ათასი აშშ დოლარის 3 ტონა;
  • იაპონია - 10.1 ათასი აშშ დოლარის 610 კგ.

ექსპორტთან ერთად შემცირებულია იმპორტიც. კლებამ ამ შემთხვევაში 46% შეადგინა. უფრო კონკრეტულად, გასული წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში იმპორტირებულია 29 ათასი დოლარის 4.9 ტონა თაფლი, წელს იმავე პერიოდში კი მხოლოდ 16 ათასი დოლარის 2.1 ტონა პროდუქტი.

შარშან 1 კგ თაფლის საშუალო საიმპორტო ფასი 5.9 დოლარი იყო, წელს კი ფასმა 7.6 დოლარი შეადგინა. მონაცემების თანახმად, საქართველოს თაფლის იმპორტი 29%-ით გაუძვირდა.

მერი ტაბატაძე