საქართველოში ათასობით რუსულ კომპანიას ფიქტიური მისამართი აქვს - IDFI

საქართველოში ათასობით რუსულ კომპანიას იურიდიული მისამართი ფიქტიურად აქვს მითითებული, - ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში.

კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ერთი და იმავე მისამართზე ერთდროულად ასობით შპს და ინდივიდუალური მეწარმეა რეგისტრირებული. მაგალითისთვის, თბილისში, ფონიჭალის დასახლება N3-ში მდებარე მე-5 კორპუსში 1467 რუსული კომპანია რეგისტრირდება.

იმ მისამართების ჩამონათვალი, სადაც ყველაზე მეტი რუსული კომპანიაა რეგისტრირებული ასე გამოყურება:

  • თბილისი, სამგორი, პოლიციის I ჩიხი, N5, N4ა - რეგისტრირებულია 1381 კომპანია;
  • ბორჯომი, მესხეთის ქუჩა 31გ, საოფისე ფართი N3 – 850 კომპანია;
  • თბილისი, ჩუღურეთი, ივ. ჯავახიშვილის 91 – 776 კომპანია;
  • ახალციხის რაიონი, აბი - 744 კომპანია;
  • ამბროლაური, სოფელი ხვანჭკარა - 451 კომპანია.

„ამასთან, ათასობით რუსული შპს-სა და ინდ.მეწარმის როგორც იურიდიული, ასევე ფაქტობრივი მისამართის მიკვლევადობა შეუძლებელია, რადგან რეგისტრაციისას ისინი ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართებს იყენებენ, რომლებზეც შენობა-ნაგებობა ან საერთოდ არ არის განთავსებული, ან ტერიტორია მხოლოდ რამდენიმე კვ.მ-ია”, - აღნიშნულია კვლევაში.

იხილეთ ასევე: საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში 37 400 -მდე კომპანია - IDFI

მერი ტაბატაძე