ბელგიაში მატარებლის მგზავრები უკვე შეძლებენ იმის გარკვევას, თუ რატომ იგვიანებს მათი ტრანსპორტი. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.
კერძოდ, თუ მატარებელს 90 წამი ან მეტი დროით დააგვიანდება, მგზავრებისთვის ეს ინფორმაცია საჯარო გახდება.
მანამდე დაგვიანების მიზეზების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ქვეყნდებოდა, თუ ის სერიოზულ ინციდენტთან იყო დაკავშირებული. ამიერიდან ბელგიელ მგზავრებს მცირე შეფერხების შესახებაც კი აცნობებენ.
ამასთან, ასეთ ინფორმაციებს ექსპერტები შეისწავლიან, რომ სამომავლო შეფერხებების თავიდან ასაცილებლად კონკრეტული გზები გამონახონ.
ცნობისთვის: 2023 წელს გერმანიის სარკინიგზო ტრანსპორტის მართვის სისტემაში შეფერხებების აღმოსაფხვრელად ხელოვნური ინტელექტის დაინერგა. ტექნოლოგია ჯერ შტუტგარტში, მიუნხენსა და რეინ-მაინის რეგიონში საქალაქო და ქალაქგარე რკინიგზაზე დატესტეს, რა დროსაც შეფერხება 58,000 წუთით დაიზოგა. სისტემა ბერლინსა და მის გარეუბნებში შარშან დაინერგა, ხოლო წელს ჰამბურგში დაინერგება.
ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია საგზაო სიტუაციების გადასაჭრელად სხვადასხვა ვარიანტს რეალურ დროში გამოთვლის, რაც დისპეტჩერებს დაეხმარება, რომელიმე მატარებლის მიერ ლიანდაგის ბლოკირების დროს მძღოლებს ინსტრუქცია უფრო სწრაფად მიაწოდონ, რომ მათი მატარებლები არ შეფერხდეს ან გაჩერდეს. ტექნოლოგია მატარებლების მოძრაობის შეფერხებას წლიურად, მინიმუმ, 90,000 წუთით შეამცირებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ