2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მიერ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.1 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.
PMCG-ის კვლევის თანახმად, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი იყო რუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი (მთლიანი შემოსავლის 19%). მას მთლიანი შემოსავლების 16%-ით თურქეთი მოსდევდა. მიუხედავად ამისა, ერთ ვიზიტზე მიღებული შემოსავლის მიხედვით, რუსეთისა და თურქეთის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებისას ჩამორჩება.
უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, ერთ ვიზიტზე დაანგარიშებით ყველაზე მეტი დანახარჯები საუდის არაბეთის მოქალაქეებს აქვთ - ისინი საშუალოდ 1 529 დოლარს ხარჯავენ. მეორე ადგილს იკავებს ისრაელი ერთ ვიზიტზე დაანგარიშებით 1 339 დოლარით.
აღსანიშნავია ისიც, რომ საუდის არაბეთიდან, ისრაელიდან, ევროკავშირიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან ერთ ვიზიტზე განხორციელებული დანახარჯები შემცირებული. დანახარჯები ყველაზე მეტად, 8.7%-ით ბელარუსიდან არის შემცირებული, ზრდის კუთხით კი (9.6%-ით) აზერბაიჯანი ლიდერობს.
დაბოლოს, წელს მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორებმა ყველაზე მეტი დახარჯეს განთავსებასა (მთლიანი დანახარჯების 35%) და საყიდლებში (28%).