სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი თბილისში შემცირებული საპარკინგე ადგილებისა და გაზრდილი ჯარიმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წელში დედაქალაქში საპარკინგე ადგილები 5263-ით შემცირდა. კერძოდ, 2018 წელს დედაქალაქში 32 257 საპარკინგე ადგილი იყო, 2023 წლის მონაცემებით კი მაჩვენებელი 26 994-მდე იკლო.
TCRC-ის კვლევაში საუბარია მერიის მიერ წლების წინ დაანონსებულ პარკირების პროექტებზეც და აღნიშნულია, რომ მერიამ პროექტების უზრუნველყოფა ვერ შეძლო.
„2018 წელი - მერიის ხედვა - დედაქალაქში დინამიურად მზარდი სატრანსპორტო საშუალებების პრობლემის გადასაჭრელად - მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების მშენებლობას ემყარებოდა. თბილისის მერიის დაკვეთით, კომპანია PWC-მა - დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეირჩა:
თბილისის მერის განცხადება მიწისქვეშა პარკინგების მოწესრიგების აუცილებლობის შესახებ, 2019 წელს, შეიცვალა საპირისპირო განცხადენით - „მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის მშენებლობა მერიისთვის პრიორიტეტული აღარ არის“.
2022 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ქ-მა მ. ბითაძემ - განაცხადა - „თბილისში მიწისქვეშა მრავალსართულიანი პარკირების მოწყობა ჰიდროლოგიური მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა, ხოლო მიწისზედა მრავალდონიანი პარკირების მოსაწყობად დედაქალაქში ადგილი აღარ არის“. რითაც, ფაქტობრივად, წერტილი დაესვა თბილისში მრავალდონიანი პარკინგების განვითარების პერსპექტივას.
დ ა ს კ ვ ნ ა - მრავალდონიანი საპარკინგე სივრცეების განვითარება - მერიამ, დედაქალაქის მასშტაბით, თავდაპირველად პრიორიტეტულად მიჩნეული, მრავალდონიანი პარკინგის 10 ლოკაციის პროექტის განხორციელება ვერ უზრუნველყო, მოგვიანებით მერიამ, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის მშენებლობა პრიორიტეტულად აღარ მიიჩნია. რითაც, ფაქტობრივად, წერტილი დაესვა თბილისში მრავალდონიანი პარკინგების განვითარების პერსპექტივას“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.