"14 მლრდ ევრო მოგვცემს შესაძლებლობას, თანხები მივმართოთ პენსიების ზრდისთვისთვის, მედიკამენტების პროგრამებისთვისა და ეკონომიკური განვითარებისთვის"

15 დეკემბერს, როდესაც ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან საქართველოს სრულფასოვან წევრობაზე, ამოქმედდება 14 მილიარდ ევროიანი დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 14 მლრდ ევროს დახმარების პაკეტი ქვეყანას სწრაფ ეკონომიკურ ზრდას მოუტანს.

„15 დეკემბერს, როდესაც ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან საქართველოს სრულფასოვან წევრობაზე, ამოქმედდება 14 მილიარდ ევროიანი დახმარების პაკეტი, ფონდი, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას.

14 მლრდ. ევრო მოგვცემს ორ ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობას: პირველი, გამოვათავისუფლოთ ბიუჯეტიდან თანხები და მივმართოთ თქვენი საჭიროებებისთვის, პენსიების ზრდისთვის, მედიკამენტების პროგრამისთვის და ასე შემდეგ. და მეორე, ეს მოგცემს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რაც თავისთავად გაზრდის შემოსავალს ბიუჯეტში და აქედან ვაპირებთ, პირველ რიგში, თანხები მივმართოთ ამ სოციალური ფენებისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.