ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით 735 ათასზე მეტი პირი სარგებლობს - TOP 5 კომპანია

ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით 735 ათასზე მეტი პირი სარგებლობს - ამის შესახებ აღნიშნულია სადაზღვევო სექტორის სტატისტიკურ მონაცემებში. ამასთან, ამავე სტატისტიკით, საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 19 სადაზღვევო კომპანია ფუნქციონირებდა. საანგარიშო პერიოდში ჯამურად კომპანიების წმინდა მოგებამ 67 მილიონი ლარი შედგინა.

სადაზღვევო სექტორში უდიდესი წილი ჯანმრთელობის დაზღვევას უკავია. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემების თანახმად, 6 თვის მდგომარეობით ქვეყანაში 735 ათასზე მეტი პირი სარგებლობს ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი „იმედი ელი“ ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობს. უფრო კონკრეტულად, მათმა რაოდენობამ ექვს თვეში 206 ათასს გადააჭარბა.

დაზღვეულთა რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზეა „ჯიპიაი ჰილდინგი“, რომლის კერძო დაზღვევაც 171 ათასზე მეტ ადამიანს აქვს. მესამე ადგილს კი იკავებს „არდი“, დაახლოებით 78 ათასი მომხმარებლით.

პოლისების რაოდნეობით მეოთხე ადგილზეა „თიბისი“ დაზღვევა. აღნიშნული სადაზღვევოს ჯანმრთელობის დაზღვევა 65 ათასზე მეტ მოქალაქეს აქვს. ხუთეულს ხურავს „პსპ“ დაზღვევა, რომლის დაზღვეულთა რაოდენობაც 54 ათას აღემატება.

დანარჩენი 14 კერძო სადაზღვევო კომპანიების ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა 1.7 ათასიდან 36 ათასის ფარგლებში მერყეობს.

მერი ტაბატაძე