საფრანგეთში აცხადებენ, რომ რომის ცენტრში მდებარე ესპანური კიბეები მათი საკუთრებაა

რომის ცენტრში მდებარე ესპანური კიბე შესაძლოა, დავის საგანი გახდეს. ამის შესახებ აღნიშნულია პარიზის აუდიტორული სამსახურის განცხადებაში.

სპეციალისტების თქმით, ცნობილი ღირსშესანიშნაობა რომში მე-18 საუკუნეში გაჩნდა. კიბე დააპროექტეს ფრანგმა არქიტექტორებმა, ისევე, როგორც ეკლესია, რომელიც კიბის თავში მდებარეობს. შესაბამისად, მათი მტკიცებით, ის ფრანგული ფულით არის გაკეთებული.

ამას გარდა, ფრანგული რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე ეკლესიას მართავს, მრავალი წელია ინარჩუნებს კიბეს. ამიტომ ფრანგული მხარე დაჟინებით მოითხოვს ესპანეთის კიბეების სტატუსის უფრო მკაფიო განსაზღვრას.

იტალიის ტურიზმის სამინისტროში ამ იდეას იუმორით უპასუხეს და ფრანგებს პარიზის ლუვრში მდებარე იტალიური ხელოვნების ნიმუშების გადათვლისკენ მოუწოდეს.

ეკა დარჩიაშვილი