„ველოსიპედის იმპორტი დღგ-სგან  გათავისუფლდეს“ - მთავრობამ შესაძლოა, საგადასახადო შეღავათები დააწესოს ელექტროტრანსპორტზე

მთავრობამ ელეტროტრანსპორტის გავრცელებისთვის ხელშესაწყობად შესაძლოა, ახალი საგადასახადო შეღავათები დააწესოს. ამის შესახებ „თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმაშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც გეგმაშია აღნიშნული, თბილისის აგლომერაციაში აზოტის დიოქსიდის (NO2) გაფრქვევების შემცირების მიზნით, სასურველია, რომ პარლამენტში დაინიცირდეს ცვლილებები, რომლითაც, ველოსიპედი (მ.შ. ელექტროველოსიპედი) იმპორტის დღგ-სგან და ელექტროსატვირთოები და ელექტრომოპედები იმპორტის აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდება.

ასევე როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, აზოტის დიოქსიდის (NO2) გაფრქვევების შემცირებას ხელს შეუწყობს, თბილისში ელექტრომობილების დამტენისათვის მიწის ფართების გამოყოფაზე შეღავათიანი ტარიფის დაწესებაც.

თაია არდოტელი