საქართველოს საზღვარი 336 402-მა ტრაილერმა გადაკვეთა - რა თანხა შევიდა ბიუჯეტში

სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2024 წლის 8 თვეში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 117 740 905 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 118 349 575ლარი.

შესაბამისად, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 608 670 ლარით შემცირდა.

არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს დერეფანი 336 402-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 338 141-მა ტრაილერმა.

ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

ნინი ქეთელაური