2 495 კაცი 1 კვადრატულ კილომეტრზე - რომელია საქართველოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი

საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვე 64.6 კაცია 1 კვ. კმ-ზე. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემები, რომელიც 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს ასახავს. შედარებისთვის, 2023 წელს მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ.-ზე 65.3 კაცი იყო; 2022 წელს - 64.5 კაცი.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი თბილისია. დედაქალაქში მო­სახ­ლე­ო­ბის სიმ­ჭიდ­რო­ვე ერთ კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზე 2,495.9 კა­ცია, რაც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩვე­ნებე­ლია.

თბილისის შემდეგ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულად ითვლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ.-ზე 125.2 კაცია, მას მოსდევს - შიდა ქართლი 71.2 კაცით. ამ უკანასკნელს მცირედით ჩამორჩება იმერეთი, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე 68.9 კაცს შეადგენს.

რაც შეეხება სხვა რეგიონების მონაცემებს, ასე გამოიყურება:

  • ქვემო ქართლი - 67.7 კაცი;
  • გურია - 50.1 კაცი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 38.5 კაცი;
  • კახეთი - 26.4 კაცი;
  • სამცხე-ჯავახეთი - 22.2 კაცი;
  • მცხეთა-მთიანეთი - 16.5 კაცი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.7 კაცი.

თაია არდოტელი