2025 წლიდან შვედეთში მოსახლეობას ტექსტილის ძველი ნაწარმის სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად გადაყრა აღარ შეეძლებათ. როგორც „ევროპულსი“ წერს, ძველი ტანსაცმელი, წინდები, თეთრეული და პირსახოცები ცალკე კონტეინერში უნდა განთავსდეს და გადასამუშავებლად გაიგზავნოს.
თავდაპირველად, ტექსტილის ნარჩენების დახარისხებასა და გადამუშავებაზე პასუხისმგებელი იქნება მუნიციპალიტეტები. თუმცა, შესაძლოა, შემოდგომაზე ევროპარლამენტმა კენჭი დაუჭიროს ახალ კანონს, რომელიც ამ პასუხისმგებლობას უშუალოდ მწარმოებლებს დააკისრებს.
როგორც ცნობილია, ევროპაში, 2040 წლისთვის, გადაუმუშავებელი ტექსტილის ნარჩენების მოცულობა 33%-ით უნდა შემცირდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნებმა მზადება უკვე დაიწყეს, მაგალითად, უნგრეთის ქუჩებში სულ უფრო იზრდება ისეთი კონტეინერების რაოდენობა, სადაც მოსახლეობას ძველი ტანსაცმლის დატოვება შეუძლია.