ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 51.7%-ით შემცირდა. თუ 2023 წლის 6 თვეში ევროპის 27 ქვეყანაში თავშესაფარი 12 240-მა ქართველმა მოითხოვა, წელს ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 5 915-მდე შემცირდა.
ამასთან, წელს, EU-ს თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს ბოლო, 2024 წლის ივნისის მონაცემებით, თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში ითხოვდნენ. 6-თვიან პეროდშიც სწორედ ეს ქვეყნები ლიდერობდნენ. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-ივნისში საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 1 635-მა მოქალაქემ ითხოვა (2023 წლის 6 თვეში - 3 310); იტალიაში - 1 500-მა (2023 წელს - 1 705) და გერმანიაში 1 395-მა (2023 წელს 5 155).
რაც შეეხება კონკრეტულად ბოლო, 2024 წლის ივნისის მონაცემებს, მაგ პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში თავშესაფარი საქართველოს 900-მა მოქალაქემ მოითხოვა. აქედან: