5 ქვეყანა, რომელმაც წელს ჩინეთიდან ყველაზე მეტი ავტომობილი იყიდა

მსოფლიოში ჩინური ავტომობილების იმპორტი იზრდება. მსოლოდ 2024 წლის ივლისში, ჩინეთიდან მანქანების ექსპორტის მოცულობამ 7.9 მლრდ დოლარი შეადგინა.

The OEC-ის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე ჩინური მანქანების ექსპორტი 1.57 მლრდ დოლარით (24,8%) გაიზარდა.

5 ქვეყანა, რომელმაც მიმდინარე წლის ივლისში ჩინური ავტომობილები ყველაზე დიდი მოცულობით შეიძინა, არის:

  • რუსეთი - 1.3 მლრდ დოლარის
  • ბელგია - 688 მლნ დოლარის
  • მექსიკა - 496 მლნ დოლარის
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები - 463 მლნ დოლარის
  • აშშ - 350 მლნ დოლარის

ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი რეკორდულად თითქმის, 112%-ით გაიზარდა საქართველოშიც. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ჩინეთიდან 27.748 მილიონი დოლარის მსუბუქი მანქანა შემოვიდა, 2023 წელს კი იმპორტის მოცულობამ 13.102 მილიონი დოლარი შეადგინა.

იხილეთ ასევე: ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გაძვირდა - რა ღირს ერთი მანქანა

ეკა დარჩიაშვილი