გორში, აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში, აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით ფერადი ბეტონის ფილები, ბორდიურები და საჭიროების გათვალისწინებით, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყობა.

“სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირიდან ევროპის მოედნამდე, გზის 1100 მეტრიან მონაკვეთზე, ქუჩის ორივე მხარეს მიმდინარეობს.

ტროტუარების რეაბილიტაციამდე აღმაშენებლის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე ენერგოეფექტური პროექტი განხორციელდა, რომელიც ახალი გარე განათების სისტემის მოწყობას ითვალისწინებდა. ორივე პროექტი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.