ნიუ-იორკმა შეინარჩუნა ლიდერობა მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ცენტრების სიაში, ნათქვამია ფინანსური საკონსულტაციო კომპანია Z/Yen Group-ის მიმოხილვაში, რომელიც გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსს (GFCI) ითვლის.
ნიუ-იორკი რეიტინგში სათავეშია 2018 წლის შემოდგომიდან.
მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნებულ რეიტინგთან შედარებით, ნიუ-იორკმა ერთი ქულა დაკარგა და 763 ქულა მიიღო. მეორე ადგილზე გასულმა ლონდონმა კი სამი ქულა მოიპოვა, მისი ქულა 750-ია. საუკეთესო სამეულს ავსებს ჰონგ კონგი, რომელმაც 749 ქულით გადაუსწრო სინგაპურს 747-ის წინააღმდეგ.
სან-ფრანცისკომ მეხუთე ადგილი შეინარჩუნა, ჩიკაგო მეცხრედან მეექვსეზე, ხოლო ლოს-ანჯელესი მერვედან მეშვიდეზე გადავიდა, შანხაიმ კი ორი პოზიციით უკან დაიხია და მერვე ადგილი დაიკავა.
წინა რეიტინგთან შედარებით, ათეულში ორი ცვლილება იყო: ათეული დატოვეს სეულმა და ჟენევამ და ადგილი შენჟენსა და ფრანკფურტს დაუთმეს.
რეიტინგის სათავეში კარგი დინამიკა აჩვენა დუბლინმა, რომელიც 25-დან მე-14 ადგილზე ავიდა და ლუგანომ, რომელმაც 9 პოზიციით ზემოთ 26-ე ადგილი დაიკავა. იმავდროულად, სიდნეიმ 10 ადგილით უკან დაიხია და 28-ე ადგილს იკავებს.
მთელ სიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენეს ბერმუდის კუნძულებმა (27 ადგილით), ასევე დოჰამ და რიადმა (24 და 21 ადგილი, შესაბამისად).
ამასობაში რომი 22 ადგილით დაეცა, სტოკჰოლმი - 16 კი პოზიციით. მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი სიაში 119-ე და 118-ე ადგილზე არიან რეიტინგში, რომელშიც 121 ქალაქია და მხოლოდ ბაქოსა და ბუენოს აირესს უსწრებენ.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ფინანსურ ცენტრებს შორის ლიდერია ასტანა (62-ე ადგილი).
მსოფლიო ფინანსური ცენტრების ინდექსი პირველად გამოქვეყნდა 2007 წელს და ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახლდება (ამჟამინდელი გამოცემა არის 35-ე). უახლესი რეიტინგი შედგენილია თითქმის 8,5 ათასი რესპონდენტის გამოკითხვის საფუძველზე.