აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნის ვადამ კვლავ გადაიწია. ინფორმაციას „კავკაზიფო“ ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად კი, ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე 06:00 საათამდე გაგრძელდა. აქამდე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავდა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრები 2020 წელს დაკეტა. ამ ეტაპზე, აზერბაიჯანში შესვლა საჰაერო გზით არის შესაძლებელი.