2024 წლის აგვისტოში სებ-მა BMatch-ის პლატფორმის მეშვეობით 41 მლნ დოლარი იყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, სებ-ს წელს მაისსა და ივნისში Bmatch-ის მეშვეობით დოლარი არ უყიდია.
2024 წლის დანარჩენი თვეების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
- იანვარი - 8.1 მილიონი დოლარი
- თებერვალი - 77.5 მილიონი დოლარი
- მარტი - 127.9 მილიონი დოლარი
- აპრილი - 73.1 მილიონი დოლარი
- ივლისი - 1.9 მილიონი დოლარი
- აგვისტო - 41 მლნ მილიონი დოლარი.
აღნიშნული მონაცემებიდან ირკვევა, რომ სებ-მა მიმდინარე წელს BMatch პლატფორმის მეშვეობით სულ 329.5 მლნ დოლარი იყიდა.
ცნობისათვის, BMatch-ის პლატფორმა - ბლუმბერგის ერთ-ერთი ელექტრონული სავაჭრო სისტემა, რომლის მეშვეობითაც სრულდება კონვერტაცია.