აგვისტოში jobs.ge-ზე 7 445 ვაკანსია გამოქვეყნდა. PMCG-ის მონაცემების მიხედვით, ვაკანსიების რაოდენობა ივლისთან შედარებით 13.1%-ით არის შემცირებული.
მიმდინარე წლის 8 თვეში ჯამურად გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობამ 46 887 შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.4%-იან ზრდას აჩვენებს.
„ამასთანავე, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა“, - ვკითხულობთ PMCG-ის კვლევაში.
დოკუმენტის მიხედვით, აგვისტოში კვლავაც მაღალი იყო გაყიდვების (ვაკანსიების 19%), ფინანსების (15%), ადმინისტრაციულ და მენეჯერულ (19%) პოზიციებზე გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა.