აშშ-ს საელჩო განმარტავს, რატომ გაუუქმდა ირაკლი კობახიძეს ჯო ბაიდენთან მიღებაზე მიწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განმარტავს, რატომ გაუუქმდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე მიწვევა.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გაგზავნილ პასუხშია ნათქვამი, მოწვევის გაუქმების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციითა და აშშ-ისა და დასავლეთის მიერ ნეგატიური რიტორიკით შეშფოთება გახდა.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ გაეროს ასამბლეის ფარგლებში ყოველწლიურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმა და უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე, რისი მიზეზიც გახდა მზარდი შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტი-დემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მიმართ ნეგატიური რიტორიკის მიმართ“, - აცხადებენ საელჩოში.