თბილისში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მინისტერიალის სხდომა გაიმართება

თბილისში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მინისტერიალის სხდომა გაიმართება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მონაწილეობა მიიღო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მინისტერიალის სხდომაში. მინისტერიალის გადაწყვეტილებით, მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი თბილისში, მიმდინარე წლის 24-25 აგვისტოს გაიმართება, რომელზეც ბანკის საწყისი კაპიტალის თაობაზე იმსჯელებენ, ასევე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატებს გაეცნობიან.

როგორც ცნობილია, 29 ივნისს, პეკინში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოაწერა.