აფხაზეთის „მთავრობა“ და რუსეთი შეთანხმდნენ? – სამიდან ერთი „კანონი“ მიღებულია

მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუწყვიტა, მხარეებმა გარკვეულ „შეთანხმებას“ მიაღწიეს. როგორც „აფსნი-პრესი“ წერს, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის „ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ შეთანხმება ე.წ პარლამენტმა უკვე მიიღო.

მათივე ცნობით, რატიფიცირებას მხარი აფხაზეთის ე.წ პარლამენტის 27-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

როგორც „დოკუმენტში“ ვკითხულობთ, აღნიშნული, შეთანხმება მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟების ურთიერთაღიარებასა და აღსრულებას.

„რატიფიკაცია ხელს შეუწყობს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარებას, ბიზნეს და სხვა ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეთა უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების უზრუნველყოფას“,- წერია „კანონის“ განმარტებით ბარათში.

„აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება“ გახსნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ეროვნული მეწარმეებისთვის და საშუალებას მოგვცემს მხარი დავუჭიროთ მათ“,- განაცხადა აფხაზეთის იუსტიციის ე.წ მინისტრმა ანრი ბარციციმ.

შეგახსენებთ, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ აფხა­ზეთს, იმ ეტაპზე გამოყოფილი, 141 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის (1.6 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის) გა­და­რი­ცხვა სექტემბრის დასაწყისში შე­უ­ჩე­რა. როგორც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ვლა­დი­მერ დელ­ბა მე­დი­ას­თან აცხადებდა, ეს თან­ხა წლი­უ­რი ოდე­ნო­ბის 1/12-ია.

მისი განმარტებით, აფხა­ზუ­რი მხა­რის მიერ აფხა­ზე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მის პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო, სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­როს მუ­შა­კე­ბის ხელ­ფა­სე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. კერ­ძოდ, 1-ელ აგ­ვის­ტომ­დე აფხა­ზეთს უნდა მო­ეხ­დი­ნა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა რუ­სე­თის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მიერ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და ეკო­ნო­მი­კურ პრო­ექ­ტებ­ზე სა­სა­მარ­თლო და სა­არ­ბიტ­რა­ჟო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ასევე, მოსკოვი ითხოვდა და დღემდე ითხოვს, რომ რუს ინვესტორებს მოეხსნათ შეზღუდვები კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (ე.წ. აპარტამენტების კანონის მიღება).

ნინი ქეთელაური