9 600 ლარის ან მეტი თვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა - PMCG

2024 წლის აგვისტოში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 4.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.

ამავე მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წილს აგვისტოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც 600 ლარამდე იყო, წლიურად 2.9%-ით შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში 600-ლარამდე ანაზღაურებას, ხელფასის მიმღებთა 16.2% იღებდა.

„2024 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 28.9%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.0 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია“, - აღნიშნულია კვლევაში.

PMCG-ის კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ხელფასთა მიმღებთა 2.6%-ის თვიური ანაზღაურება 9 600 ლარი და მეტი იყო. მაჩვენებლები წლიურად 0.5%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, აგვისტოში 600 ლარამდე ხელფასს დაახლოებით 150 ათასი ადამიანი იღებდა, 600-ლარიდან 1199 ლარამდე თვიური ხელფასი 224 ათას მოქალაქეს ჰქონდა.

ამასთანავე, 345 ათასი იყო იმ პირების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც 1200 ლარიდან 2399 ლარის ფარგლებში იყო. კვლევის თანახმად, 2400 ათას ლარზე მეტი თვიური ხელფასი 260 ათასს პირს ჰქონდა.

მერი ტაბატაძე