Transfermarkt-მა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულება განაახლა.
მონაცემების თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა.
უფრო კონკრეტულად, გერმანული სააგენტო Transfermarkt-ის განახლებული მონაცემების თანახმად, „კარლსრუეს“ ქართველი ფორვარდის სატრანსფერო ფასი 1.8 მილიონ ევრომდეა გაზრდილი.
ცნობისთვის, იქამდე ზივზივაძის სატრანსფერო ღირებულება 900 ათას ევროს შეადგენდა.