კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის ოთარ კაკაბაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა. Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით, ფეხბურთელის ღირებულება ნახევარი მილიონი ევროთი არის გაზრდილი.
„კრაკოვიას“ 29 წლის ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 18 ივლისის მდგომარეობით ერთ მილიონ ევროს შეადგენდა. განახლებული მონაცემებით კი ფასი 1.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
ცნობისთვის, აღნიშნული სატრანსფერო ღირებულება კაკაბაძის საფეხბურთო კარიერის მაქსიმალური მაჩვენებელია.
იხილეთ ასევე: ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა