საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 345%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 8 თვეში 3.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია ვიყიდეთ, 2023 წლის იმავე პერიოდში კი 810 ათასი დოლარის ღირებულების.
ქვეყანა ელექტროენერგიას ორი ქვეყნისგან - აზერბაიჯანისა და რუსეთისგან ყიდულობს. აზერბაიჯანის წილი დენის იმპორტში 87%-ს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, წელს 8 თვეში საქართველომ აზერბაიჯანისგან 3.1 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია შეიძინა, რუსეთისგან კი 470 ათასი დოლარის.
რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველომ 51.6 მილიონი დოლარის ღირებულების ადგილობრივად გამომუშავებული ელექტროენერგია გაყიდა. ექსპორტი გასული წლის 8 თვესთან შედარებით შემცირებულია. კერძოდ, გასულ წელს ექსპორტზე 88.48 მილიონი დოლარის დენი გავიდა.