"თბილისის მიკროავტობუსმა" ურჩი მძღოლების ნაწილს გაფრთხილება მისცა

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" ურჩი მძღოლების ნაწილს გაფრთხილება მისცა, ნაწილს კი 2 კვირით მიკროავტობუსის მართვა აეკრძალა.

"თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციით, მგზავრობისას კონდიციონერი არ ჩართეს შემდეგმა მძღოლებმა: N17 სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლმა ი. შ.-მ, N75-ის მძღოლმა ი. რ.-მ, N128-ის მძღოლმა ზ. კ.-მ, N51-ის მძღოლმა ლ.ღ.-მ, N2-ის მძღოლმა რ.ქ.-მ და N34-ის მძღოლმა მ.მ.-მ. გარდა ამისა, მოძრაობისას სიგარეტს ეწეოდნენ N184 სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი რ. მ. და N117-ის მძღოლი ზ. პ. აღნიშნულ პირებს ხაზზე მუშაობა თითო თვით აეკრძალებათ.