საფრანგეთში მერცხლების უფლებებს დაიცავენ

საფრანგეთის ქალაქ ოშში მერცხლების გადასარჩენი ღონისძიებები გატარდება. ამის მისაღწევად იქ ხელოვნური ბუდეები დამონტაჟდება, ხოლო მომავალ სამშენებლო ობიექტებზე ფრინველების ინტერესები იქნება გათვალისწინებული.

ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში საფრანგეთში მერცხლების რაოდენობა 40%-ით შემცირდა. გლობალური კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის საქმიანობის გამო, ეს ფრინველები გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან. საფრანგეთში მერცხლებისთვის ზიანის მიყენება 3 წლით თავისუფლების აღკვეთით და 150 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმით ისჯება.

ამას გარდა, ქალაქმა გამოუშვა სპეციალური აპლიკაცია, რომელშიც ჩამოთვლილია მერცხლების ყველა ცნობილი თავისებურება. თუ ერთ-ერთ მათგანში სამშენებლო სამუშაოებია დაგეგმილი, აპლიკაცია თხოვნას უგზავნის ქალაქის მდგრადობის დეპარტამენტს. შემდეგ ექსპერტები შეაფასებენ რისკებს ფრინველთა კოლონიისთვის და მიაწვდიან ტექნიკურ მუშაკებს ინსტრუქციებს, რათა დაეხმარონ მერცხლების უსაფრთხოებას.

Europulse წერს, რომ შვედმა მეცნიერებმა ადრე აღმოაჩინეს, რომ ადამიანის აქტივობამ 1400 ფრინველის სახეობის სიკვდილი გამოიწვია, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე წინა პერიოდის შეფასებით.

ეკა დარჩიაშვილი