„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სასამართლოსგან ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა. ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, ორგანიზაციამ სარჩელში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ამასთან, ორგანიზაცია სასამართლოს შუამდგომლობთ მიმართავს, რითაც ითხოვს დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოცემული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც, სადამკვირვებლო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მიჩნეულ იქნენ განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად, მათზე ასევე გავრცელდა შესაბამისი რეგულაციები.

სარჩელთან ერთად, სასამართლოს ასევე მივმართეთ შუამდგომლობით, რომლითაც სასამართლოს მიერ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, ვითხოვთ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოცემული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას”, - წერია ორგანიზაციის ინფორმაციაში.