"ვითიბი ბანკი" სამომხმარებლო სესხებზე მომხმარებლებს აქციას სთავაზობს

"ვითიბი ბანკი", დღეიდან, მომხმარებელს სამომხმარებლო სესხებზე აქციას სთავაზობს. "ვითიბი ბანკის" ინფორმაციით, აქციის ფარგლებში აღნიშნული სესხის აღება 8%-დან იქნება შესაძლებელი. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 15,5% -დან. სამომხმარებლო სესხზე მაქსიმალური თანხა შეადგენს 30 000 (ოცდაათი ათას) ლარს ან ექვივალენტს სხვა ვალუტაში. ხოლო მაქსიმალური ვადა 4 წელია.

სესხის აღება შესაძლებელია, როგორც ლარში, ასევე აშშ დოლარში და ევროში. აქცია გრძელდება 5 სექტემბრამდე.