მერყევი მატერიალური ხარჯები, შეფერხებები მიწოდების ჯაჭვში, არაპროგნოზირებადი სიტუაცია და სხვა გარემო ფაქტორები სამშენებლო სექტორისთვის დამახასიათებელი გამოწვევებია. ამ სირთულეების თავიდან ასაცილებლად და პროექტების მართვის პროცესების გასაუმჯობესებლად სამშენებლო კომპანია „მეტტა“ პროცესში ციფრულ ინსტრუმენტებს ნერგავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მსგავს სიტუაციებში მნიშვნელოვანია პრობლემაზე სწრაფი რეაგირება, გადაგეგმვა და სხვა შესაბამისი ზომის მიღება, რა თქმა უნდა, სწორი პროცესების არსებობის დახმარებით.
რა გამოწვევებია ამჟამად სამშენებლო სექტორში და როგორ აპირებს „მეტტა“ სირთულეების დაძლევას, ამასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის პროექტების მართვის დირექტორს თეიმურაზ კოპაძეს ესაუბრა
„სამშენებლო ინდუსტრიაში, პროექტის მენეჯმენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშენებლობის წარმატებით განხორციელებისთვის. რაც გულისხმობს დაგეგმვისა და კოორდინაციის უზრუნველყოფას, პროექტების დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში დასასრულებლად.
„მეტტაში“ ჩვენ მივყვებით პროექტის მენეჯმენტის პროფესიონალურ (PMI) სტანდარტებს, რომლებიც პროექტის ყველა ფაზაზე უზრუნველყოფენ სტრუქტურირებულ მიდგომას, თანმიმდევრულობას და ეფექტურობას. ეს გვეხმარება რესურსების მართვაში, რისკების შემცირებაში და უწყვეტი კომუნიკაციის შენარჩუნებაში ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის, კლიენტებიდან კონტრაქტორებამდე და ადგილზე მყოფ გუნდებს შორის.
ცხადია, ბიზნესი ზოგჯერ აწყდება სირთულეებს... თქვენ შემთხვევაში, რა გამოწვევებია სამშენებლო პროექტების მენეჯმენტში და როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევებს?
რა თქმა უნდა, სამშენებლო პროექტების მენეჯმენტსაც გააჩნია საკუთარი გამოწვევები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვადების მკაცრი მართვა, რომელიც ძალიან კომპლექსური საკითხია, რადგან ერთ ფაზაში შეფერხებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პროექტის მთელ ციკლზე.
გარდა ამისა, ხშირია მერყევი მატერიალური ხარჯები და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები, რაც კიდევ უფრო ართულებს პროცესებს. გამოწვევაა, ასევე, არაპროგნოზირებადი გარემო ფაქტორები, როგორიცაა თუნდაც ამინდი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სამშენებლო მოედანის სამუშაო პირობებზე. მსგავს სიტუაციებში მნიშვნელოვანია პრობლემაზე სწრაფი რეაგირება, გადაგეგმვა და სხვა შესაბამისი ზომის მიღება, რა თქმა უნდა, სწორი პროცესების არსებობით. რაშიც, ჩვენ PMI სტანდარტების გამოყენება გვეხმარება, რადგან ის იძლევა პროცესების მართვის მკაფიო ჩარჩოს და საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ სწრაფი და ზუსტი ნავიგაცია პრობლემურ საკითხებში.
ჩვენს კომპანიაში, პროცესების ეფექტურად მართვა ნიშნავს მკაფიო, კარგად სტრუქტურირებული სამუშაო ნაკადების ჩამოყალიბებას, რაც ხელს უწყობს რისკების მართვას - ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ და შევამსუბუქოთ პოტენციური პრობლემური საკითხები, ხოლო საკომუნიკაციო პროცესების დახმარებით დაინტერესებულ მხარეები ინფორმირებულნი და ჩართულნი იყვნენ ყოველ ეტაპზე.
და რას გულისხმობს ეს?
„მეტტა“ ამჟამად გადის ტრანსფორმაციას, სადაც ჩვენ ვახდენთ ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრირებას ჩვენი პროექტების მართვის პროცესების გასაუმჯობესებლად.
ვაერთიანებთ პროგრამულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საშუალებას იძლევა რეალურ დროში თვალყური ვადევნოთ პროექტს, ავტომატიზირებულს ხდის რუტინულ ამოცანებს და აუმჯობესებს გადაწყვეტილების მიღებას. რაც მთავარია, ჩვენ ვამუშავებთ ჩვენს საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მორგებულია „მეტტას“ პროექტების კონკრეტულ საჭიროებებზე, რაც საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ სამუშაო ნაკადების ოპტიმიზაცია და გავზარდოთ ეფექტურობა. ამასთან ერთად, სტრატეგიული აქცენტი კეთდება ჩვენი გუნდის პროფესიულ სწავლასა და განვითარებაზე.
როგორც ცნობილია, სამშენებლო ინდუსტრია საქართველოში სწრაფად ვითარდება და სულ უფრო მეტად ითვისებს პროექტების მართვის მოწინავე ინსტრუმენტებს, რომელიც ზრდის ეფექტურობას და სიზუსტეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინოვაცია, მდგრადობა და ძლიერი პროექტის მენეჯმენტი ჩამოაყალიბებს სამშენებლო მომავალს საქართველოში და მიგვაჩნია, რომ კომპანია „მეტტა“ ასრულებს ერთ-ერთ წამყვან როლს ამ ტრანსფორმაციაში.
კომპანია „მეტტა“ სამშენებლო სფეროში 2018 წელს გამოჩნდა და უპრეცედენტოდ მოკლე დროში შეძლო, დარგის უმსხვილესი ლიდერი კომპანიების გვერდით, მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება. ამ წლების განმავლობაში მის პორტფოლიოში უკვე 50-მდე პროექტი და 500 000 კვადრატულ მეტრამდე ჯამური სამშენებლო ფართი არის თავმოყრილი.
კომპანია „მეტტას“ პორტფოლიო აერთიანებს ისეთი ცნობილი დამკვეთების პროექტებს, როგორებიცაა: „არქი“, „ლისი დეველოპმენტი“, „მაკდონალდსი“, „შატო მუხრანი“, „ნორვეგიის საელჩო“, „ფუჯინ სილქ ფროფერთის“ და სხვ.
(R)