ზურაბ ჯაფარიძე: პრობლემები ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო გაღრმავდება

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით რეალურად არაფერი იცვლება. როგორც დეპუტატი განმარტავს, ცვლილებაა მხოლოდ ის, რომ მცირეოდენი თანხებით მცირდება ცალკეული სამინისტროების დაფინანსება და გამოთავისუფლებული თანხები სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოფხვრისკენ მიიმართება.

"სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებების პროექტში ვნახავთ, რომ რეალურად არაფერი იცვლება. გარკვეული თანხები მცირე რაოდენობით ჩამოწერილია სხვადასხვა სამინისტროებისთვის და ეს თანხები ჯამურად გადატანილია სტიქიით მიღებული ზიანის აღმოფხვრისთვის. მთავრობა ისე იქცევა, თითქოს ქვეყნის ეკონომიკაში პრობლემები არ არის და არ არსებობს სავალუტო კრიზისი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრობლემები ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო გაღრმავდება", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.