"ქართველი მძღოლი, ტოვებს საქართველოს და ეძებს სამსახურს ევროპაში. ადგილობრივ ბაზარზე კი იქმნება მძღოლების დეფიციტი"- ამის შესახებ განცხადებას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო კომპანიების მიერ, შესასრულებული საერთაშორისო გადაზიდვების რეისები იზრდება, რაც დასტურდება სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობით (მხოლოდ 2023 წელს 300 000-მდე ნებართვა 6 500 გადამზიდავზე იქნა გაცემული, ხოლო სატვირთო ტრანსპორტის პარკმა 16 000 ერთეულს გადააჭარბა) მძღოლების მიერ ქვეყნის დატოვების სამი მიზეზი იკვეთება, რომელსაც გაუმჭვირვალე (მესამე ქვეყნების) ნებართვების გაცემის სისტემის არსებობაც ემატება.
"ქართველი მძღოლი - გადამზიდავი (ხშირია შემთხვევა, როდესაც მძღოლი კომპანიის დამაარსებელიც და სატრანსპორტო საშუალების მფლობელია, ამიტომ იგი სარგებლობს მძღოლი -გადამზიდავის სტატუსით) ებმევა, კონკურენტულ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში, მაღალი საბანკო (ხშირად სალიზინგო) 20%-ით, ევროპაში შეძენილი რესურსამოწურული (მეორადი) სატრანსპორტო საშუალებებით. პრაქტიკულად ასეთი გადამზიდავი თავიდანვე არაკონკურენტუნარიან გარემოში იწყებს სამეწარმეო საქმიანობას.
ქართველი მძღოლის სამოქმედო არეალი, წინასწარ განსაზღვრულია - დაბალტარიფიანი - თურქეთის, რუსეთის და ამიერკავკასიის ბაზრებით. შესაბამისად, მძღოლის ანაზღაურებაც დამოკიდებულია ფინანსურად არამომგებიან ბაზრებზე და დაბალია.
ევროპულ ბაზრებზე ქართველი საავტომობილო გადამზიდავის შეღწევადობა დაბალია, წელიწადში მხოლოდ 1300 მდე მრავალჯერადი ნებართვა გაიცემა, ისიც ისეთ კომპანიებზე, რომლებიც 5 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას ფლობს, ასეთი კომპანიები კი ქართულ ბაზარზე უმნიშვნელოა. ყოველივე იმას ნიშნავს, რომ ევროპულ მაღალტარიფიან (მომგებიან) ბაზარზე, მხოლოდ უმნიშვნელო 1300 მდე სატრანსპორტო საშუალება შედის. (ცნობისათვის, საქართველოში 16 000 ერთეული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაა დარეგისტრირებული).
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, ევროპული ქვეყნები, მძღოლების მოზიდვის მიზნით, დამატებით პრეფერენციებს უწესებენ, სამუშაოთა მაძიებელ ქართველ მძღოლებს, რომლებიც მათ ქვეყნებში, დასაქმების მიზნით, შემოდიან გადაზიდვების განსახორციელებლად. კერძოდ, 6 თვიდან 2 წლამდე იზრდება მუდმივი დასაქმების კონტრაქტი.
ამ სამ მიზეზს ემატება, ყველაზე მნიშვნელოვანი - გაუმჭვირვალე (მესამე ქვეყნების) - ნებართვების გაცემის სისტემის არსებობა",- აღნიშნულია განცხადებაში.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი გამოსავლზე ამახვილებს ყურადღებას და შემდეგნაირად განმარტავს:
„ქართველი გადამზიდავისათვის, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებში ებმევა, სალიზინგო პროცენტის შემცირება, ანალოგიურად, „აწარმოე საქართველოს“ მაგალითზე, როცა სოფლად გლეხს განზრახული აქვს მექანიზაციის შეძენა, სახელმწიფო აძლევს გარკვეულ შეღავათს. მაგალითისათვის, თურქეთში სატრანსპორტო საშუალების შეძენისას სალიზინგო პროცენტი მერყეობს 3- 5% ის ფარგლებში. ანალოგიური სისტემა უნდა ამოქმედდეს ქართველ საავტომობილო გადამზიდავებზე.
ნებართვების გაცემის ელექტრონული სისტემის ამოქმედება, რაც დერეფნის გაციფროვნების ერთ - ერთ შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს, აღნიშნული ინციატივის შესახებ მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე გააჟღერა. 26.10.2023 წელი - „ გაციფრულება შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ზუსტ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც რეგულარულად განახლდება ხოლმე და ბოლოს ჩვენ მართლაც ვიქნებით ძალიან კონკურენტუნარიანი მარშრუტი“.
ნებართვების გაცემის ლიბერალიზაციისკენ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა - ევროპულ სივრცეში, 1300 ნებართვის ეტაპობრივი გაზრდის და პერსპექტივაში, მრავალმხრივი ნებართვების სისტემის მაქსიმალური ლიბერალიზაცია. უკრაინამ 14 ევროპულ ქვეყანასთან მიაღწია უნებრთვო სისტემას.
ორმხივ დონეზე ნებართვების გაუქმება - რასაც საქართველომ მიაღწია 2006 წელს სომხეთთან, იმ პერიოდში, ქვეყნის კურსი აღებული იყო მეზობლებთან ნებართვების სისტემის გაუქმებაზე. აუცილებელია ამ პროცესის გაგრძელება და არა გაუქმება - სახეზეა ყაზახეთის მაგალითი.
საქართველომ თურქეთთან დამოკიდებულებაში უნდა აღადგინოს მრავალმხრივი ნებართვების დანერგილი პრაქტიკა, როდესაც გადამზიდავებზე ყოველწლიურად 10 000 მრავალმხივი ნებართვა გაიცემოდა.
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიებისათვის დამატებითი პრეფერენციების შეთავაზება, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართველი მძღოლების საქართველოს ბაზარზე შესანარჩუნებლად“,- ნათქვამია განცხადებაში.